logo_geo
გელა ზედელაშვილი: არ მითხრათ, აჭარბებო, თორემ დავახვავე სტატისტიკა და მძაფრი სიუჟეტები
- +

13 სექტემბერი. 2017. 18:39


 

„აი, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა მთლად წაუიმასქნა, უკვე ისეა აჟიტირებული, ვეღარც კი ზომავს, შინაურს რა უნდა უთხრას, გარეულს და მეზობელს. მას შემდეგ, რაც მიხეილი უკრაინაში დაუკითხავად შეიჭრა, ფილარმონიას გარშემო ურბენს და ყვირის: „ქოცებო", დაგერხათ, გადაწყვეტილია! უკრაინელი ხალხი პოროშენკოს გააპანჩურებს!" - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს:

 

„ვიიიშ, რა დღეში გაქვს, ბიჭო, ნერვები? ეგ ის პოროშენკო არაა, ცოტა ხნის წინ გმირი და ვაჟკაცი რომ იყო, მაგის შარვალზე არ ლოცულობდით? იმასაც არ ამტკიცებდით, პეტრო და მიხო ერთად შემოვლენ ტრიუმფით საქართველოშიო? ნეტა რა მოხდა ისეთი, რა შავმა კატამ გაირბინა „ნაცებსა" და პოროშენკოს შორის, რომ ასე ერთბაშად აქციეთ ზურგი და გასაპანჩურებლადაც კი იმეტებთ? უი, მიხეილს უღალატა? არააა, პეტრო იძახის, მიხომ მიღალატა, ოდესაში ერთი ხეირიანი გზაც კი ვერ დააგო და მერე ჩემი ჩამოგდებაც მოინდომაო. მე რაც ვნახე, პეტროსი უფრო მჯერა. ისე, რაღა დაგიმალოთ და ღირსია, რაც „დეემართა"... ამხელა ყაზილარი ხარ, პრეზიდენტი გქვია, არ უნდა იცოდე, ვინ მიგყავს, სად მიგყავს და რა თანამდებობაზე ნიშნავ? გეკითხა მაინც, რაზე გააბუნძულეს საქართველოდან, რას ერჩოდნენ, რატომ გადაირჩიეს, ერთი მოკეთე არ გყავდა ჩვენს ქვეყანაში? ამერიკელ ქოფაკს, ჯონ მაკ-კეინს დაუჯერე, ხომ? მაგან შემოგტენა, სახელმწიფოს აშენებაში დაგეხმარებაო, ხომ? ჰა, ჰა, ჰა... ვინ ნახა, ბიჭო, მიხოს აშენებული სახელმწიფო? მაგან მარტო ფასადების ღებვა იცის მაგრად, გარედან არაუშავს, შიგნიდან კიდევ დამპალია. ეგრე იყო მაგისი დემოკრატიაც, გარედან ბრჭყვიალებდა, შიგნით ხალხი გმინავდა. ახლა არ მითხრათ, აჭარბებო, თორემ დავახვავე თქვენს თვალწინ სტატისტიკა და მძაფრი სიუჟეტები. მარტო 27 ათას ფაილს გაგახსენებთ, დიდმა რეჟისორმა მეგის ქარდავამ რომ გადაიღო და მორჩა, ეგეც გეყოფათ. ისე, ხშირად ვზივარ ხოლმე და ვფიქრობ, 27 ათას კაცს რომ 27 ათასი კაცი აუპატიურებს, ანუ სექსუალურ კავშირს ამყარებს, არ უნდა მაგდენს გადაღება, ხალხო? არ ვიცი, მეგისა დასაჭერი კი არა, „ოსკარზეა" წარსადგენი, მან შეძლო ის, რაც კაცობრიობის ისტორიაში არ გაუკეთებია არც ერთ რეჟისორს!

 

ჰოდა, იმას ვამბობდი... „ნაცები" ცუნდრუკობენ მაშინ, როცა თავად მიხეილი არაფერშია დარწმუნებული. ნახეთ, რას ამბობს უკვე დაფეთებული:

 

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება მომკლან, შეიძლება დამაკავონ, აქ ჩამსვან, ექსტრადაცია მოახდინონ, ყველაფერი ქნან. მერე რა, ჩემს 11 წლის შვილსაც ვუყვები, რომ შეიძლება, ასე მოხდეს. მზად ვარ, ბოლომდე წავიდე, მაგრამ ხალხმა უნდა აიღოს ყველაფერი თავის ხელში. ძველ ლიდერებთან ერთად, ახალი ლიდერები გაჩნდა, აქ ამას ვაკეთებთ ზუსტად. დავიძვრებით სხვადასხვა ქალაქში, წავალთ რეგიონებში, ახალ ხალხს წამოვწევთ წინ, ძველ ლიდერებსაც გავაერთიანებთ. საბოლოოდ უკრაინა დაიხსნის თავს ოლიგარქატის ტყვეობიდან. ახლა უკრაინა მძევლად ჰყავს აყვანილი, სხვადასხვა ჯურის, სხვადასხვა საზიზღარ ოლიგარქს".

 

ჩემი აზრით, ძვირფასი მიხაკო აქაც თამაშობს, სპეციალურად ამძაფრებს სიტუაციას, მაგრამ ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ვიღაცამ ისარგებლოს და ჩახმახსაც გამოჰკრას ხელი. როდესაც ადამიანი ასეთ ავანტიურაზე მიდიხარ, გართულებებსაც უნდა ელოდო. ისე, ამაზე მეტი გართულება რაღა გინდა? უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიძლება მიხაკოს 325-დოლარიანი ჯარიმა დააკისრონ და უკრაინიდან გააძევონ. 325 დოლარს იშოვის როგორმე, ბოლო-ბოლო, მაკ-კეინი ასესხებს, ტყუილად აყარა ამ მართლა ქოფაკს მილიონები მხარდაჭერაში? რაც შეეხება გაძევებას, ეს უკვე მტკივნეული თემა იქნება, სააკაშვილი აქაც შეეცდება, თავისი მომხრეები გამოიყენოს და თავი არ გააძევებინოს, მაგრამ ლვოვში, სასტუმროსთან გამართული პრესკონფერენციიდან უკვე გამოჩნდა, რომ მომხრეთა რიგები აშკარად შეთხელებულია. სხვათა შორის, ბევრს ჰქონდა იმედი, რომ მიხაკოს დაიჭერდნენ, ეს გახლდათ ფუჭი ილუზია, რადგან ასე გაბომჟებული ადამიანიდან ისევ შექმნიდნენ პიროვნებას, გმირს, უკრაინის „განმათავისუფლებელს". იყოს, იჯდეს ლვოვში, თუნდაც, როგორც თვითონ ამბობს, მოიაროს უკრაინის ქალაქები, ერთ დღესაც (18 სექტემბერს) გამოიტანენ გაძევების ვერდიქტს და რომც ვერ გამოაძევონ, მაინც ჩააყენებენ მაწანწალას მდგომარეობაში.

 

„ნაცების" მტკიცებით, რაც უკრაინაში ხდება, არის რეპეტიცია და მიხო საქართველოშიც შემოვა. ეს ზღაპარია სხვადასხვა მიზეზთა გამო: პირველი - ამ ადამიანმა იმდენი გაამწარა, იმდენი მტერი გაიჩინა, ბევრი მართლა აიღებს ხელში იარაღს და ტყვიას დააჭედებს პირდაპირ შუბლში. მაგას საქართველოში შემოსვლის თავი რომ ჰქონდეს, აქამდე მოადგებოდა საზღვრებს; მეორე - ვინც კი მიხოს წონიანი ჰყავდა საქართველოში, ყველა განუდგა. მის ე.წ. გუნდში დარჩნენ მხოლოდ ბომჟები და გამარგინალებული არარაობები, რომლებსაც ვეღარ გაუგიათ, კეზერაშვილს უნდა აგინონ თუ პეტრიაშვილს. ნიკანორ მელია იძახის, კეზერაშვილმა ყაჩაღობით იშოვა ფულიო... აბა, დაფიქრდი, აზრებს რომ ისვრი ნაფოტებივით, კეზერა ვისი „კასირი" იყო წლების განმავლობაში? როგორ ფიქრობ, მიხოს „დაბროს" გარეშე ეგ 1 თეთრს მაინც იშოვიდა? ვერა, ვერ იშოვიდა! მეტიც, კეზერა და სააკა ერთად აკეთებდნენ ფულს რაღაც საეჭვო გარიგებების წყალობით, სადაც ხშირად იარაღით ვაჭრობასაც კი ახსენებენ. რა ჩამოიწერა და რა ფული გაკეთდა 2008 წლის ომში და შემდეგ, ეს კიდევ სხვა საკითხია. ესე იგი, გამოდის, „ნაცებს" რამსები აქვთ არეული და ნუ გამოვრიცხავთ, ერთ დღეს მიხოსაც დაუწყონ გინება; მესამე - სააკაშვილი საქართველოში ვერ შემოვა იმის გამოც, რომ ამას თვითონ ხალხი არ დაუშვებს და ეს იციან მისმა ამერიკელმა მამებმა. ამიტომაც არ დგას დღის წესრიგში ასეთი გეგმა. თუ ვინმე ავადმყოფს თავში მსგავსი აზრი მოუვიდა და მიხოს წააქეზებს, ეს იქნება დამღუპველი ისევ „ნაცმოძრაობისთვის" და მისი „ნაჩალნიკისთვის", დაიწყება ანგარიშსწორება, ხალხს ვეღარავინ გააჩერებს. თუ „ნაციონალებს" უნდათ, რომ ცოტა ხანს კიდევ იარსებონ, ილოცონ, რომ მიხოს საქართველოში შემოსვლის იდეა არ გაუჩნდეს თავში", - წერს გელა ზედელაშვილი.
















 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი