logo_geo
ქართველი დიპლომატი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის პრეზიდენტის ოფისში მრჩევლად დაინიშნა
- +

13 სექტემბერი. 2017. 20:46



გაერო-ში საქართველოს მუდმივმოქმედი მისიის წარმომადგენელი ინგა ყანჩაველი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, სესიის პრეზიდენტის მიროსლავ ლაიჩეკის ოფისის მრჩეველი იქნება სამართლებრივ საკითხებში, - ამის შესახებ ინფორმაცია გაერო-ს ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.


„ქართველი დიპლომატი ინგა ყანჩაველი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის პრეზიდენტის ოფისში არის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში. გარდა სამართლებრივი საკითხებისა, მის პორტფოლიოში ასევე შედის კონტრტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის სფერო. ის ასევე იყო მეექვსე, იურიდიული კომიტეტის დელეგატი გაერო-ს გენერალურ ასამბლეის 68-ე - 71-ე სესიების დროს", - ნათქვამია გაერო-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.














 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი