logo_geo
ქართველი შეყვარებული წყვილის კრეატიული ფოტოპროექტი გრძელდება - „სეზონები-ფოტოდღიური“
- +

13 სექტემბერი. 2017. 22:30



ქართველი შეყვარებული წყვილის კრეატიული ფოტოპროექტი "სეზონები - ფოტოდღიური"​ გრძელდება. ერთ-ერთი პირველი სერია რამდენიმე თვის წინ გამოვაქვეყნეთ. პროექტის მთავარი იდეა, სეზონების მიხედვით, საქართველოს კუთხეების უცნობი ადგილების დაფიქსირებაა. პროექტის ავტორები ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი არიან.


ეკატერინე მამამთავრიშვილი: „უკვე ერთი წელია რაც პროექტი ,,სეზონები-ფოტოდღიური" საქართველოს გამორჩეულ და საინტერესო ადგილებს საკუთარ ფოტოჩანაწერებში აგროვებს. ვმოგზაურობთ ორნი - მე და ჩემი მეუღლე დავით ხელაშვილი. სეზონების მიხედვით, იცვლება ლოკაციები, ფერები, ფოტოგმირები... სიის გასწვრივ, სადაც სასურველი მიმართულებებია ჩამოწერილი, უფროდაუფრო მეტი პლუსი ჩნდება. ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა კამერებმა სხვადასხვა რეგიონი თუ სოფელი გაგაცნოთ. კადრზე დაფიქსირებული მომენტების გარდა, გულახდილად გიზიარებდით კამერის მიღმა მიღებულ შთაბეჭდილებებს. ემოციები ხომ ყველაზე მთავარია, რაც მოგზაურობიდან მოგაქვს".


ყველაფერი ერთი წლის წინ, ბახმაროში, გურიაში დაიწყო. წყვილი სიმბოლურად, თარიღის აღსანიშნად, იმავე მხარეში დაბრუნდა. დანიშნულების პუნქტი კი ამჯერად კურორტი გომისმთაა.


ეკატერინე მამამთავრიშილი: „ჩვენი პროექტის მიზანი, საქართველოს კუთხეებისთვის მაღალი ხარისხის საიმიჯო ფოტოების შექმნაა. ვცდილობთ კამერით ნაკლებად ათვისებულ ადგილებს ვესტუმროთ. გვეამაყება, რომ ვიყავით ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც ბახმარო მთელი თავისი მრავალფეროვნებით აღვბეჭდეთ. ახლა იმედი გვაქვს, რომ გომისმთის პოპულარიზაციაშიც შევიტანთ მოკრძალებულ წვლილს".





 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი