logo_geo
არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომაშია
- +

17 სექტემბერი. 2017. 15:29



არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომატოზურ მდგომარეობაშია. როგორც ცნობილია, ის რამდენიმე დღის წინ კლინიკაში მოათავსეს, მას შემდეგ, რაც ინსულტი დაემართა. ბიჩინაშვილის მდგომარეობის შესახებ AMBEBI.GE-ს მისი ნათესავი კოკო ბიჩინაშვილი ესაუბრება:

 

„მამა ანთიმოზს 5 დღის წინ ინსულტი მოუვიდა და უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს უზნაძეზე მდებარე კლინიკაში. მაგ დროს თბილისში არ ვიმყოფებოდი, ამიტომ დაზუსტებით არ ვიცი ინსულტის დროს მარტო იყო თუ მეგობრებთან ერთად. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, 5 დღეა კომაშია და ექიმები არაფრის იმედს არ გვაძლევენ. იმედი მაქვს ღმერთი გადმოგვხედავს და გამოჯანმრთელდება, თუმცა ამ დრომდე არაფერი ჩანს სასიკეთო", - ამბობს კოკო ბიჩინაშვილი.












 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი