logo_geo
მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა ერთ მოქალაქეს უკვე ამოეწურა!
- +

18 სექტემბერი. 2017. 01:19



საგზაო წესების შესახებ კანონის შეცვლის შემდეგ, მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა ერთ მოქალაქეს უკვე ამოეწურა. ამის შესახებ პირველ არხს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნანა ტაბაღუამ განუცხადა.


მისი ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მძღოლს 100 ქულა სრულად ამოეწურა და მართვის უფლება ერთი წლით შეუჩერდა. მოქალაქე, რომელიც მართვის მოწმობაზე ქულების გარეშე ორი დღის წინ დარჩა, ქუთაისშია რეგისტრირებული.


ტაბაღუას განმარტებით, ქულების ამოწურვიდან ერთ წლის შემდეგ, მოქალაქეს მართვის მოწმობის დაბრუნება ხელახალი გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეეძლება.


მართვის მოწმობებზე 100 ქულიანი სისტემა პირველი ივლისიდან შევიდა ძალაში.











 

big_banner
არქივი