logo_geo
„დედებო! მამებო! ფრანგული მედიცინა განგაშს ტეხს!“
- +

18 სექტემბერი. 2017. 13:13



სოციალურ ქსელში მაკა ჯაფარიძის სტატუსი ვრცელდება, რომელშიც ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ფრანგული მედიცინის რეკომენდაციებია ასახული.


„დედებო! მამებო!

 

ფრანგული მედიცინა განგაშს ტეხს!

თუ ბავშვი დღის განმავლობაში, ჯამში - (მაქსიმუმ) საათ-ნახევრზე მეტს ატარებს ეკრანთან (ტელევიზორი, მობილური, კომპიუტერი და სხვა), ის პოტენციური აუტისტია!!!

ეს არის აუტიზმის სპეციალური, შეძენილი ფორმა, რომელიც ხდის ბავშვს განსაკუთრებით მორცხვს, ჩაკეტილია საკუთარ სამყაროში, არ რეაგირებს, როცა ეძახით, ხშირად სევდიანია, უჭირს სხვა ბავშვებთან, ადამიანებთან კონტაქტში შესვლა, აგრესიულია...

 

ეკრანების 90 % პროცენტით აკრძალვის შემთხვევაში, რამდენიმე კვირაში- იგრძნობა ბავშვის ხასიათის, მანერების ცვლილება!

 

თუ ეკრანის გადაჭარბებული მოხმარება ბავშვის მიერ რამდენიმე წელს გრძელდება, ძალიან დიდია საფრთხე, დროთა განმავლობაში, ბავშვის ტვინის დასუსტების, ათვისების უნარის დაქვეითების და სხვა მძაფრი პრობლემების წარმოქმნის!!!

 

ამას ადასტურებენ ექიმები! ფსიქოლოგები! ეს იწერება, შუქდება ფრანგული მედიის საშუალებით!

თუ არ ვართ მზად და გვეზარება ჩვენს შვილებთან თამაში, მათი პარკში გასეირნება(დედებო და მამებო!), მათთან ერთად ზღაპრების კითხვა, ხატვა, საქანელებზე გართობა და ა.შ.

იქნებ დაველოდოთ დროს, მომენტს, როცა ამისთვის მზად ვიქნებით!

 

ნუ გავაჩენთ/გავწირავთ ბავშვებს ტელეფონების ხელში შესაჩეჩებლად! - ამგვარ მოწოდებებს ნახავთ უნივერსიტეტებშიც და თავშეყრის სხვა ადგილებში!

 

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო გვაფრთხილებს:

იკრძალება ბავშვის სიხლოვე ნებისმიერი სახის ეკრანთან - 3 წლამდე!!!

იკრძალება ნებისმიერი ეკრანის მიღმა თამაში - 6 წლამდე!!!

იკრძალება, ნებისმიერი მიზნით, ბავშვის მიერ ინტერნეტის გამოყენება 9 წლამდე!!!

იკრძალება სოციალური ქსელების ( facebook, instagram და სხვა) გამოყენება 12 წლის ასაკამდე!!" - წერს მაკა ჯაფარიძე.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი