logo_geo
გელა ზედელაშვილი: ნეტა ეს ვიღას დაეკარგა?!
- +

20 სექტემბერი. 2017. 12:21



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი პარტია „ლიბერალ-დემოკრატების" ლიდერ მუხრან ბურჭულაძესთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს:

 

 

„ამ დღეებში ერთი კაცი მივიდა პარლამენტის წინ, დაჯდა და დაიწყო შიმშილობა. რა უნდა, რას ითხოვს, ვის დაჰკარგვია, არავინ უწყის. თუ ვინმე დაინტერესდება, კარგად გაიკითხავს და გამოიკითხავს, ბევრი მხრებს აიჩეჩავს და ეტყვიან: მგონი, ეს ტიპი ნემო ბურჭულაძის ნაშიერიაო. ჰო... ეგრეა, ნემოსია, ადრე, ზვიადის დროს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რომ იყო, იმისი ბიჭია, რომელიც უკვე წლებია, რაც ატ...ებს, მაგრამ ვერავის ვერაფერი გააგებინა. რატომ? იმიტომ, რომ სანამ პოლიტიკურ არენაზე ფეხს შედგამ და სანამ საშიმშილოდ დაჯდები, სარკეში უნდა ჩაიხედო, მერე საკუთარ წარსულს გადახედო, გაქვს კი ქარიზმა, პოლიტიკური გამოცდილება და ავტორიტეტი, რომ შენს სიტყვას თუ შიმშილობას ჰქონდეს რაიმე ეფექტი? გაქვს კი იმდენი წონა, რომ შენმა მოთხოვნებმა შეაწრიალოს ხელისუფლება? როცა ასეთ უპერსპექტივო პოლიტიკოსებს ვუყურებ, რომლებსაც მამები უფრო ცნობილი პოლიტიკოსები ჰყავდათ, ლევ ტოლსტოის ცოლის სიტყვები მახსენდება ხოლმე:

 

„თქვენ იცნობთ ჩემს შვილს - ანდრიუშას? ჩემი შვილის ერთადერთი ღირსება ის არის, რომ ლევ ტოლსტოის შვილია, დიდი, ცნობილი მწერლის. სხვა არავითარი ღირსება მას არ აქვს".

 

ჰოდა, პირდაპირ ვიკითხავ: რა პოლიტიკური ღირსება გააჩნია მუხრან ბურჭულაძეს, გარდა იმისა, რომ ნემო ბურჭულაძის შვილია? ნუთუ ის, რომ პარტია შეუქმნია, „ლიბერალ-დემოკრატები" დაურქმევია, დღენიადაგ „ნაციონალებს" აქებს და ამავე დროს მიხა სააკაშვილის მიმდევარია? ახლა საშიმშილოდ დამჯდარა და თან ჟურნალისტებს ეუბნება: ძალიან გთხოვთ, იმ აქციასთან, ინაშვილებთან, პუტინთან და ივანიშვილთან არ გამაიგივოთო. ჰა, ჰა, ჰა... ვინ გაიგივებს? ძალიანაც რომ მოინდომო, ივანიშვილში, ინაშვილში და მით უმეტეს, პუტინში ვის შეეშლები, ბიჭო? ერთი ჟურნალისტი ეკითხება, რა არის საპროტესტო აქციის მიზეზიო? ეს პასუხობს:

 

„ჩვენი აქციის მიზანია, პარლამენტმა უარი თქვას ამ ვანდალიზმზე და არ დაამტკიცოს ის კონსტიტუცია, რა სახითაც მოახვია ხალხს... რეალურად ქართველ ხალხს აღარ აქვს უფლება... პარლამენტარების შემდეგ მივმართე ოპოზიციას, ჩემს თანამებრძოლებს, რომლებიც, მეგონა, იცავდნენ საქართველოს კონსტიტუციას, ისინი მე თანამებრძოლები მეგონა, თუმცა... სამწუხაროდ სამართლებრივი ბერკეტი აღარ დარჩა".

 

შეჩერდი, შვილო, მუხრან, მე ხომ დასაწყისშივე ვთქვი, სანამ პოლიტიკაში მოსვლას და საშიმშილოდ დაჯდომას მოინდომებ, ჯერ საკუთარ თავს შეხედე, გაქვს კი საიმისო წონა, რომ შენი პროტესტით ვინმეს ბუზი აუფრინო? თანამებრძოლები რომ გეგონა, ეგენი ვერ იქნებიან თანამებრძოლები, რადგან შენთან დაჯდომით ვერავითარ ხეირს ვერ ნახავენ, არ გაქვს ავტორიტეტი და ფასი, გაიგონე? ახლა, პრინციპში, ნემოს ბიჭი რომ ხარ, ეგეც აღარ ითვლება ღირსებად და რა გინდა, რომ გააკეთო? წადი, შვილო, სახლში, წადი, ჭამე, ფისი ქენი და დაიძინე!" - წერს ზედელაშვილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი