logo_geo
ოთხწლიანი გეგმის ფარგლებში, ძველი თბილისის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა მოეწყობა
- +

22 სექტემბერი. 2017. 19:27


ოთხწლიანი გეგმის ფარგლებში, ძველი თბილისის ტერიტორიაზე  საფეხმავლო რეკრეაციული ზონა მოეწყობა", - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.


მისივე თქმით, ამავე გეგმის ფარგლებში, გათვალისწინებულია თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკის, „მზიურისა" და დენდროლოგიური პარკების განვითარება.


ოთხწლიანი გეგმის ფარგლებში, დაახლოებით, 151 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა, რომ ძველი თბილისის ტერიტორიაზე საფეხმავლო რეკრეაციული ზონა მოეწყოს, განვითარდეს ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვაზე, „მზიურისა" და დენდროლოგიური პარკები, ასევეგანახლდეს ვაკის, რიყის, გოძიაშვილის, კიკვიძის, ვარკეთილის პარკები, ვერის, ალექსანდრესა და 9 აპრილის ბაღები და დიღმის ტყე-პარკი, რათა თითოეულ უბანში მცხოვრებ თბილისელს რეკრეაციული და მწვანე ტერიტორიის თავისუფლად სარგებლობის საშუალება ჰქონდეს", - განაცხადა მაია ბითაძემ.


მისივე თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა ისეთი ქუჩების გამწვანებას, რომელიც ტრანსპორტითაა დატვირთული, მათ შორის, ვაჟა-ფშაველას, ჭავჭავაძის, მოსკოვის გამზირებსა და აეროპორტის გზატკეცილს.


აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთვება გამგეობები, რომელიც თითოეულ უბანში, თითოეულ ეზოზე ზრუნვასა და მათ გამწვანებას უზრუნველყოფს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაცია „ლისი ვერანდაზე" გაიმართა. 




 

big_banner
არქივი