logo_geo
მძღოლები, რომლებიც Bus lane-ის ზოლში გადავლენ 200 ლარით დაჯარიმდებიან!
- +

26 სექტემბერი. 2017. 00:39



თბილისში პეკინის და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე სპეციალურ ზოლში მოძრაობს. Bus lane-ის ზოლში (ავტობუსის სამოძრაო ზოლი) სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აკრძალულია.


ავტომობილების მძღოლების მიერ აღნიშნულ ზოლში მოძრაობა გამოიწვევს 200 ლარით დაჯარიმებას. ამას გარდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის მიხედვით, მძღოლებს მართვის მოწმობაზე 30 ქულა დააკლდებათ.


როგორც შსს-ში განმარტავენ, Bus lane-ის ზოლის გადაკვეთა იგივე ტიპის სამართალდარღვევაა, როგორიც ღერძულა ხაზის გადაკვეთა.


რაც შეეხება ველოსიპედისტებს და ქვეითებს, მათ მიერ ავტობუსების ზოლში გადაადგილება ითვალისწინებს 3 ლარით დაჯარიმებას.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი