logo_geo
დღეს სოხუმის დაცემიდან 24 წელი შესრულდა...
- +

27 სექტემბერი. 2017. 02:19


ომი 1992 წლის 14 აგვისტოს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთეს. პირველი გასროლა ოჩამჩირის რაიონში გაისმა. აფხაზმა სეპარატისტებმა ქართულ სამხედრო შენაერთებს, რომლებიც იქ რკინიგზის დაცვის მოტივით შევიდნენ ცეცხლი გაუხსნეს.


ქართულმა ჯარმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობა ბრძოლის გარეშე აიღო. სოხუმის თავზე აფხაზური დროშის მაგივრად, შინდისფერი დროშა აფრიალდა. ამას მოჰყვა 19 სექტემბერს გაგრის დაკავება. ერთი შეხედვით, ქართული შენაერთები საბრძოლო მოქმედებებს წარმატებით ახორციელებდნენ.


აფხაზურ მხარეს არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო გარნიზონი. გარდა ამისა, ომში ჩაება ადგილობრივი სომხებისგან დაკომპლექტებული შენაერთი და მთიელ ხალხთა კონფედერაცია. აფხაზური მხარე რუსებისგან შეიარაღების გარდა ცოცხალ ძალასაც იღებდა. დაპირისპირების მასშტაბები დღითიდღე იზრდებოდა.


კონფლიქტის მოგვარების მიზნით ჩატარებული შეხვედრები უშედეგოდ მთავრდებოდა. 3 სექტემბერს ედუარდ შევარდნაძე, რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი და ვლადისლავ არძინბა ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ. მიზანი დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა იყო. გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვით 5 სექტემბრიდან აფხაზეთში ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო. დოკუმენტი აგრეთვე ითვალისწინებდა ტერიტორიიდან დაქირავებული რაზმების გაყვანას და ქართული საჯარისო ფორმირებების დისლოკაციის შეცვლას. მიუხედავად ამისა, შეთანხმება დაირღვა და ცეცხლი არ შეწყვეტილა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი