logo_geo
ციცინო გაბიტაშვილი: ეს კადრები ახლაც ინახება...
- +

10 დეკემბერი. 2016. 02:59



ჟურნალისტი ციცინო გაბიტაშვილი „ქართულ აზრთან" საუბრისას ჟურნალისტურ თავგადასავალს იხსენებს.


2004 წლის 30 ოქტომბერს პარლამენტში დაგემილი იყო „კონსერვატორების" პრესკონფერენცია. მაშინ, „კონსერვატორებში" ზვიად ძიძიგურთან ერთად კობა დავითაშვილი და კახა კუკავა იყვნენ.

 

პრესკონფერენცია დანიშნულ დროს არ დაიწყო. ბევრად დაგვიანდა. ჟურნალისტები და ოპერატორები ჩვენებურად ვერთობოდით. მიშა ფეიქრიშვილი მიკროფონთან იჯდა და ტელეფონში ჩაწერილ მელოდიებს ისმენდა. ცეკვა „ქართული" იყო ჩართული. ძალიან დიდი ხმა ჰქონდა. ახალი წელი ახლოვდებოდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ცეკვა დავიწყე. ამ დროს ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი შემოვიდნენ. გამოვიცეკვე. ჩვენდა გასაოცრად, ორივე ამყვა. ეს კადრები ახლაც ინახება. სანამ სამსახურში მივედი, ყველა საინფორმაციომ აჩვენა. უფროსმა მითხრა, მე მგონია, ჟურნალისტი სამუშაოდ მყავს გაშვებული, ეს კი თურმე ერთობაო..."-იხსენებს ციცინო გაბიტაშვილი.

 

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=1329


 

 

big_banner
არქივი