logo_geo
ციცინო გაბიტაშვილი: არ მოვერიდები თქმას - გლეხის შვილი ვარ!
- +

10 დეკემბერი. 2016. 03:26



„მახსენდება ერთი ისტორია. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო მიწების მორწყვისათვის თანხები დააწესა. მაჟორიტარ დეპუტატებს მთავრობის ეს ინიციატივა არ მოეწონათ, ვინაიდან, როგორც კულუარებში საუბრობდენენ, ეს დეპუტატები ჰექტრობით ნაკვეთებს ფლობდნენ. აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დანიშნეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მოვიდა. დეპუტატები კითხვებს სვამდნენ. ყველა კითხვაში სიტყვა გლეხზე აპელირებდნენ, არადა, მათ საკუთარი საზრუნავი უფრო ჰქონდათ. კომიტეტის თავმჯდომარე ედუარდ სურმანიძეს სიტყვით გამოსვლა ვთხოვე. მითხრა, ჟურნალისტები ბოლოსო. ვუპასუხე, რომ არა როგორც ჟურნალისტი, არამედ როგორც გამომსვლელი, ისე ჩავეწერე სიაში",-გვიყვება ჟურნალისტი ციცინო გაბიტაშვილი.

 

„მოკლედ, მიკროფონთან დავდექი და დავიწყე: თქვენ ახსენებთ სიტყვას „გლეხი". აი, სულ არ მოვერიდები იმის თქმას, რომ გლეხის შვილი ვარ. ნაკვეთები სოფელში ჩვენც გვაქვს. თქვენ აქ მილიონებზე ლაპარაკობთ, სოფლად კი ხალხს პურის ფული ენატრება. წამობრძანდით, ერთი კვირა კახელი გლეხის ცხოვრებით იცხოვრეთ, გაიარეთ ხუთი კილომეტრი ფეხით, დაბარეთ, გათოხეთ, მერე ისევ გამოიარეთ ხუთი კილომეტრი ფეხით და ვნახოთ, ერთი კვირის თავზე რა განცხადებებს გააკეთებთ-მეთქი. დეპუტატებმა ტაში დამიკრეს. იმის შემდეგ სულ ხელაწევით მესალმებოდნენ. ახლა ამ ისტორიაზე მეცინება..."


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=1329


 

 

 

 

big_banner
არქივი