logo_geo
ანზორ თოთაძე: ხელისუფლებამ დემოგრაფიის პოლიტიკისთვის 200 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა
- +

10 დეკემბერი. 2016. 13:44



დემოგრაფი ანზორ თოთაძე „ქართულ აზრთან" ინტერვიუში იმ 11 ინიციატივის შესახებ საუბრობს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" მძიმე დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად განახორციელა. მან ასევე ამ პროცესში მასმედიის უდიდეს როლზეც ისაუბრა.


პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელებაში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს და პირადად დიმიტრი ხუნდაძეს, უდიდესი წვლილი მიუძღვის. ხელისუფლებამ კი, 2013 წლიდან მოყოლებული, დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ბიუჯეტიდან 200 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა და 11 ინიციატივა განახორციელა, ესენია: მშობიარობის დაფინანსება; დეკრეტული შვებულების ვადისა და ანაზღაურების გაზრდა; ორსულთათვის უფასო სამედიცინო კონსულტაცის დაწესება; აიკრძალა სელექციური აბორტები; მე-3 და შემდგომ ახალშობილზე გაიცა ფულადი დახმარება და ა.შ.

 

ცხადია, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი, რადგან მთელი ერის ძალისხმევამ უნდა მოიტანოს სასურველი შედეგი. მასმედიის ჩართულობა კი ამ პროცესში აუცილებელია, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ", - აღნიშნა ანზორ თოთაძემ.

 

 



 

big_banner
არქივი