logo_geo
ანზორ თოთაძე: მასმედიას დემოგრაფია საერთოდ არ ანაღვლებს!
- +

10 დეკემბერი. 2016. 19:34


 

 

დემოგრაფი და პროფესორი ანზორ თოთაძე „ქართული აზრისთვის" მიცემულ ინტერვიუში დემოგრაფიულ საკითხებში მედიის ჩართულობაზე საუბრობს. როგორც მან ინტერვიუში აღნიშნა, ყველაზე მძიმე ეროვნული სატკივარი სწორედ რომ დემოგრაფიული ვითარებაა საქართველოში და წუხილი გამოთქვა ამ თემის მიმართ მედიის გულგრილობაზე.


„პირველ რიგში, მასმედიამ უნდა წამოსწიოს წინ დემოგრაფიული პრობლემები. გაზეთები ზოგჯერ წამოიკნავლებენ ხოლმე, მაგრამ ტელევიზიები დემოგრაფიულ საკითხს საერთოდ არ აშუქებენ.

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს, რომელიც საკუთარ თავს გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას უწოდებს, დემოგრაფიული პრობლემები არასდროს წამოუწევია. „რუსთავი 2"-მა ახალგაზრდობა წაგვართვა და სხვადასხვა შოუებით მათში ქართული მენტალიტეტი მოსპო.

 

ყველაზე მძიმე ეროვნული სატკივარი, რაც კი ქართველ ხალხს გააჩნია, დემოგრაფიული პრობლემებია. წარმოიდგინეთ, მომდევნო 25 წელი თუ ისე გაგრძელდა, როგორც გასული 25 წელი იყო, საქართველოში, ქართველებით დასახლებული რეგიონები, ფაქტობრივად, გაუკაცრიელდება.

 

ასეთი სავალალო რეალობის წინაშე ვდგავართ და როგორ შეიძლება, ამ მიმართულებით მასმედია არაფერს აკეთებდეს?!" - განაცხადა ანზორ თოთაძემ.

 

 

 


 

big_banner
არქივი