logo_geo
ზუგდიდში ბიზნესმენი დაჭრეს
- +

15 ოქტომბერი. 2017. 19:11



ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე ბიზნესმენი ლევან ქუჩულორია დაჭრეს. ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა.


გავრცელებული ინფორმაციით, ის საკუთარი სახლის ეზოში დაჭრეს. ქუჩულორია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაყვანა.


როგორც „ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერმა ნიკა ჭეჟიამ განუცხადა, ქუჩულორიას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. იგი მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობით შეიყვანეს. შსს-მ გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო.


 

big_banner
არქივი