გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების დეპარტამენტის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის თქმით, ხვალ თბილისში იწვიმებს, ჰაერი კი 13 გრადუსამდე გათბება.
„მომდევნო დღეებში თბილისში ჰაერის ტემპერატურა 19-20 გრადუსი იქნება. 18 ოქტომბრიდან მთელ საქართველოში გამოიდარებს. 18 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოში დღისით უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მაგრამ ღამის ტემპერატურა დაიკლებს.
18 ოქტომბერს დღისით ჰაერი 16-21- გრადუსამდე გათბება, ხოლო 19 ოქტომბერს 19-24 გრადუსამდე", - განმარტავს სვეტლანა ნიორაძე.