logo_geo
Harper's Bazaar საქართველოს შესახებ: თითქოს დამალული განძი აღმოაჩინეთ!
- +

19 ოქტომბერი. 2017. 20:11



„Harpers Bazaar"-მა სტატიაში ,,სად გავატაროთ თაფლობისთვე 2017 წელს", 20 საუკეთესო ქვეყანას შორის საქართველო მოიხსენია და იმ მიზეზებზეც ვრცლად ისაუბრა, თუ რატომ უნდა ეწვიონ ტურისტები ამ მხარეს. საქართველო ოცეულში ისეთი პოპულარული სამოგზაურო ადგილების გვერდითაა, როგორიც მოროკო, ჰავაი, პროვანსი და სეიშელის კუნძულებია.


,,მათ, ვინც თაფლობისთვის გასატარებლად ქვეყანას ეძებს, საქართველოს სტუმრობა შეუძლიათ (ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქვეყანა და არა ამერიკის შტატი ჯორჯია), რომელმაც ბოლო წლების მანძილზე ცნობადობა შეიძინა მისი განსაკუთრებული სამზარეულოთი, ღვინითა და მოდით (საქართველოს მოდის კვირეულიც აქვს). ეს არის ადგილი, სადაც უნიკალური სანაპიროები, ქალაქგარე განტვირთვა და მთებში სრიალი გელით (გააჩნია, რომელ სეზონს სტუმრობთ), დედაქალაქი კი თაფლობისთვეში მყოფ წყვილებს თავს ბედნიერად აგრძნობინებს.

 

დაიწყეთ ტური კახეთიდან, ქართული ღვინის კუთხიდან, შემდეგ გაეშურეთ თბილისისკენ რათა განვითარებად კულტურის ცენტრში იხილოთ რაც გურმანებსა და მოდის სფეროს წარმომადგენლებს ხიბლავთ.

 

მნიშვნელობა არ აქვს, გადაწყვეტთ ქვეყანას ზამთრის ცივ თვეებში ეწვიოთ, თუ ზაფხულის გატარებას შესანიშნავ სანაპიროებზე გეგმავთ, ორივე შემთხვევაში თავს ისე იგრძნობთ, თითქოს დამალული განძი აღმოაჩინეთ.

 

როდის ვესტუმროთ: საქართველოს ზამთარში ცივი ამინდები ახასიათებს, საუკეთესო სათხილამურო და სალაშქრო სეზონი კი იმ გარდამავალ თვეებში იწყება, როცა თბილი თვეები ამინდს აბალანსებს. იდეალური თვე სტუმრობისთვის შუა მაისიდან ივლისამდეა, ან სექტემბრიდან შუა ოქტომბრამდე, როცა ტემპერატურა სასიამოვნოდ თბილია. ივლისი და აგვისტო შავი ზღვის სანაპიროს სტუმრობის ცხელი სეზონია, თუ სწორედ ზღვა და მზე გჭირდებათ ზაფხული აქ შესანიშნავი პერიოდია", -წერს ,,ჰარპერს ბაზარი".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი