logo_geo
პირველი რეისი ბაქო-თბილისი-ყარსი 30 ოქტომბერს შესრულდება
- +

26 ოქტომბერი. 2017. 00:22

 

 

თურქული გაზეთი The Daily Sabah თურქეთის ტრანსპორტის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პირველი რეისი ბაქო-თბილისი-ყარსი 30 ოქტომბერს შესრულდება. მატარებელი ბაქოდან გამოვა. მარშრუტის გზა 825 კილომეტრია და აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის პირდაპირ კავშირს უზრუნველყობს. გზა საქართველოზე გადის. პირველ ეტაპზე 350 ვაგონი იმოძრავებს, თუმცა მხარეები ამბობენ, რომ რაოდენობა გაიზრდება.


სარკინიგზო მაგისტრალის საზეიმო გახსნაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში ილჰამ ალიევის მიწვევით ჩავა.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი