logo_geo
ნიკა ჩერქეზიშვილი: შემეხმიანნენ მთავრობის კანცელარიიდან და მითხრეს, რომ...
- +

12 დეკემბერი. 2016. 16:15



„დღეს შემეხმიანნენ მთავრობის კანცელარიიდან, შემხვდა იურისტთა ჯგუფი, რომელმაც მომისმინა, ჩაიწერეს ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია და მითხრეს, რომ დამიკავშირდებოდნენ. ველოდები მათგან დაკავშირებას", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ნიკა ჩერქეზიშვილმა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში" საუბრისას განაცხადა.


ჩერქეზიშვილი სამინისტროდან წელიწადნახევრის წინ გაათავისუფლეს. როგორც ნიკა ჩერქეზიშვილმა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში" აღნიშნა, ცივილიზებული მეთოდებით „თავისი სიმართლის" დამტკიცება ვერ მოახერხა, ამიტომ მთავრობის კანცელარიასთან აქციის გამართვა გადაწყვიტა.


აქციის გამართვის შესახებ ნიკა ჩერქეზიშვილმა გუშინ, facebook-ის საშუალებით დაანონსა.

 

„ვიცი, რომ ახლა საშინლად ყინავს ქუჩაში, მინუს ტემპერატურაა და ჩემი სუსტი ჯანმრთელობით, ალბათ, მაქსიმუმ ოთხ-ხუთ დღეს გავძლებ იქ, მაგრამ ასეთი ოთხი-ხუთი დღის სიცოცხლეც კი მირჩევნია სიბერემდე მუხლებსა და უკანალზე გამობერილი ბამბის შარვლით ოთახიდან ოთახში სიარულს", - წერს სოციალურ ქსელში ნიკა ჩერქეზიშვილი.

 

 


 

big_banner
არქივი