logo_geo
ქედაში მოძრავი მიკროავტობუსიდან გადმოვარდნის შედეგად 6 ბავშვი დაშავდა
- +

28 ოქტომბერი. 2017. 22:38



ქედაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრავი მიკროავტობუსიდან ექვსი ბავშვი გადმოვარდა. ბავშვები ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვებმა მიკროავტობუსის მოძრაობისას კარი გააღეს და გადმოვარდნენ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი