logo_geo
„ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ სტუდენტი წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა
- +

1 ნოემბერი. 2017. 13:30


2017 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოება.


პროფესიული განათლების გალა დაჯილდოებაზე გამოვლინდა გამარჯვებულები შემდეგ ოთხ კატეგორიაში: წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი.


აღნიშნულ კონკურსში წლის პროფესიული განათლების სტუდენტის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის" პროფესიული სტუდენტი, ნიკოლოზ წიკლაური.


პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოების მიზანია პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება და ბოლო დროს განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენა, რომლებიც ხელს უწყობს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების განვითარებას ქვეყანაში.  


 

big_banner
არქივი