logo_geo
ევროკავშირში უვიზოდ ყოფნის ვადა 7 თვეში, საქართველოს 161 885 მოქალაქიდან, 9875-მა დაარღვია
- +

1 ნოემბერი. 2017. 16:29


28 მარტიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 161 885 მოქალაქემ ისარგებლა, საიდანაც უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, 9875 მოქალაქემ დაარღვია.


როგორც „ინტერპრესნიუსის" მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, სტატისტიკურად სავარაუდო დამრღვევთა რაოდენობა 6,1%-ს მოიცავს.


საქართველოს ოფიციალური უწყებებისთვის უცნობია, 9875 მოქალაქიდან რამდენი დარჩა შენგენის ზონაში და რამდენი გადავიდა მესამე ქვეყანაში უვიზო რეჟიმის წესების დაცვით.


მონაცემები მოიცავს უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან - 2017 წლის 28 მარტიდან 2017 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი