logo_geo
ევროკავშირის ზონაში საქართველოდან ყველაზე ხშირად 31-დან 40 წლამდე ასაკის მოქალაქეები მიემგზავრებიან
- +

1 ნოემბერი. 2017. 16:46


უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან - 28 მარტიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით 71 წელს გადაცილებულმა საქართველოს 1252 მოქალაქემ ისარგებლა, ხოლო 7 წლამდე ასაკის 4299 მოქალაქემ.


ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის აპარატიდან გამოითხოვა.


ოფიციალური ინფორმაციით, უვიზო რეჟიმით ისარგებლა 0-7 წლამდე ასაკის 4299 მოქალაქემ, 8-17 წლამდე ასაკის 8909 მოქალაქემ, 18-25 წლამდე ასაკის 19489 მოქალაქემ, 26-30 წლამდე ასაკის 17752 მოქალაქემ, 41-50 წლამდე ასაკის 18052 მოქალაქემ, 51-60 წლამდე ასაკის 11 836 მოქალაქემ და 61-70 წლამდე ასაკის 5164 მოქალაქემ.


სტატისტიკური მონაცემებით, შენგენის ზონაში ვიზიტის მსურველთა ყველაზე დიდი რაოდენობა 31-40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია. შენგენის ზონაში ამ ასაკის სულ საქართველოს 28597 მოქალაქე იმყოფებოდა.


ამასთან, მონაცემების თანახმად, უვიზო რეჟიმით 61 747 ქალმა და 53 587 მამაკაცმა ისარგებლა.


მონაცემები მოიცავს პერიოდს უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან - 2017 წლის 28 მარტიდან 2017 წლის 20 ოქტომბრამდე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი