logo_geo
„მაგთის“ აბონენტებს ტელევიზიის პაკეტების ღირებულება გაუძვირდებათ!
- +

1 ნოემბერი. 2017. 20:49


პირველი დეკემბრიდან „მაგთის" აბონენტებს ტელევიზიის პაკეტების ღირებულება ორი ლარით გაუძვირდებათ, - ამის შესახებ კომპანიის მიერ აბონენტებისთვის გაგზავნილ ინფორმაციაშია ნათქვამი.


კომპანიის განმარტებით, პაკეტების გაძვირების მიზეზი ექვსი ქართული ტელეარხის მიერ არხების რეტრანსლირებისთვის საფასურის დაწესება გახდა.


„ექვსი ქართული ტელეარხის - „რუსთავი 2", „კომედი არხი", „მარაო", „იმედი", „მაესტრო" და GDS - ერთობლივი მოთხოვნით, არხების რეტრანსლირება ტრანზიტორი ოპერატორებისთვის ხდება ფასიანი.

 

ამის გამო, „მაგთიკომი" იძულებულია, 1-ლი დეკემბრიდან გაზარდოს ტელევიზიის პაკეტების ფასი 2 ლარით, ყველა გადასახადის ჩათვლით.

 

ტარიფის ცვლილება ეხება „მაგთიკომის" ტელევიზიის ყველა აბონენტს", - ნათქვამია მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც „მაგთის" აბონენტებმა მიიღეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი