logo_geo
„უფალს თქვენზე ხშირად ვესაუბრები...“ - მამა პეტრე კოლხმა ემიგრანტებს ლექსი მიუძღვნა
- +

2 ნოემბერი. 2017. 01:33


მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ხშირად ვფიქრობ ემიგრანტებზე...

 

მათსავით თუ არა, ნაკლებადაც არ მტკივა, მშობლიური გარემოდან შორს ყოფნა... არავის უხარია, სახლის, საკუთარი ეზოს გარეთ ხეტიალი...

 

ეს ,,ნებაყოფლობითი ძღვენია"... უფრო კი იძულება, ბრძოლა არსებობისთვის...

 

მინდა ყველა ემიგრანტს მივუძღვნა ჩემი მოკრძალებული საჩუქარი და გახსოვდეთ, უფალს თქვენზე ხშირად ვესაუბრები..." - წერს მამა პეტრე კოლხი.


გთავაზობთ მამა პეტრე კოლხის ლექსს, რომელიც ემიგრანტებს მიუძღვნა:


ე მ ი გ რ ა ნ ტ ე ბ ს

 

თუ ვსუნთქავ, ჩემი კუთხის ბრალია,

თუ ვცოცხლობ ისიც მანვე ინება...

სხვა დანარჩენი წარმავალია,

შენ უკეთესად გეცოდინება...

შემოვიარე რომი, პარიზი,

და ენისელის ამდის სურნელი,

მაგრამ ტკივილი ყვება თავისით,

მაწვება დარდი განუკურნელი...

და ოკეანის სივრცეს გავყურებ,

თუ გაყინული წვიმით ვსველდები,

სიზმრად ათასჯერ მოვინახულე,

გალავნები და ალავერდები...

არც ნილოსია ჩემი მდინარე,

არც ლონდონია თავშესაფარი...

იცოდე რაც მე გამოვიარე,

ეს არც კონკიას არის ზღაპარი...

გადახლეჩილი ტერფით დავდივარ,

და იძულებით დამაქვს სხეული...

უბედურების ერთი კადრი ვარ,

მაწანწალად ვარ გადაქცეული...

სხვაგან უფალიც უცხო მგონია,

და ამიტომაც არც რას მოველი...

ჩემი ჯვარია მელანქოლია,

ამაკანკალებს სვეტიცხოველი...

ხან ემიგრანტი მქვია სახელად,

ხან ჩემი სოფლის ტაძრის ლოდი ვარ,

შინ რომ მეღირსოს თვალის გახელა,

საუკუნეა სახლში მოვდივარ...


 

big_banner
არქივი