logo_geo
„ჩემთვის არ მინდა ჩემი სიცოცხლე...“ - უკანასკნელი ინტერვიუ თემურ ქორიძესთან
- +

2 ნოემბერი. 2017. 17:57



ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თემურ ქორიძე „იბერიასთან" უკანასკნელ ინტერვიუში ამბობს, რომ სიკვდილის არ ეშინია. აქვე, აღნიშნავს, რომ მას საკმაოდ რთული ცხოვრების გავლა მოუწია.

 

„სიკვდილის არ მეშინია... ოთხჯერ გადავიტანე ინფარქტი და ყველა ავადმყოფობა, ყველა ტკივილი ვიცი... ერთადერთი, რისიც მეშინია და რაც ყველაზე მეტად მზარავს, არის ის, რომ ჩემი ყველაზე ძვირფასი ადამიანები არ დარჩნენ უჩემოდ. ჩემთვის არ მინდა ჩემი სიცოცხლე, უკვე იმ ასაკში ვარ, რომ ამაზე ვფიქრობ. ჩემი სიცოცხლე მინდა ჩემი ძმებისთვის, ჩემი ძმისშვილებისთვის, ახლობლებისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის.

 

არ ვნანობ, შვილი რომ არ მყავს, რადგან ის მძიმე ცხოვრება, რაც მე გავიარე, ჩემს შვილთან ერთად რომ გამევლო, ჩემთვის ორმაგი ტრაგედია იქნებოდა. ჯოჯოხეთი გავიარე. არ დამკლებია წისქვილის ქვის თავზე დატრიალება და წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი ჩემს შვილებსა და შვილიშვილებზე რომ გადასულიყო... არ ვწუწუნებთ, მაგრამ დღემდე ძალიან მძიმე ცხოვრების გავლა გვიხდება მთელ ჩვენს ოჯახს..." - ამბობს ქორიძე. 


 

big_banner
არქივი