logo_geo
საქართველოში უნალექო ამინდი 7 ნოემბრამდე შენარჩუნდება
- +

5 ნოემბერი. 2017. 12:25



საქართველოში უნალექო ამინდი 7 ნოემბრამდე შენარჩუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, მომდევნო დღეებში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 19-24 გრადუსამდე გათბება. ტემპერატურა ღამითაც მოიმატებს და 10-15 გრადუსი იქნება.


აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში დღისით დაახლოებით 14-19 გრადუსი იქნება, ღამით კი 5-10 გრადუსი.


7 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც, ხოლო 7 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი