logo_geo
როგორ გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი
- +

6 ნოემბერი. 2017. 00:44



გამოტყდით, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის გაძლიერებაზე მხოლოდ მაშინ იწყებთ ზრუნვას, როცა სერიოზულად შეგაწუხებთ ავადმყოფობა და თავს მართლა ძალიან ცუდად იგრძნობთ. არადა, იმუნიტეტზე ზრუნვა, არც ისე რთულია, მითუმეტეს, თუ ჩვევად ვაქცევთ რამდენიმე მარტივ ჭეშმარიტებას, რომელიც მანამდეც კარგად ვიცოდით.


მიირთვით დაბალანსებული საკვები - ალერგიის, იმუნოლოგიის და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ტიმოტი მაინარდის განცხადებით, „იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას პირველ რიგში დაბალანსებული კვება უწყობს ხელს". ასე რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარკვეულ დიეტას იცავთ, არ ღირს კვების ძირითადი ნორმების უგულვებელყოფა. შეიტანეთ საკუთარ რაციონში მეტი ხილი და ბოსტნეული, სრულმარცვლოვანი ბურღულეული და ცილით მდიდარი პროდუქტი, რომლებიც დიდი ოდენობით შეიცავენ ანტიოქსიდანტებს და იცავენ ორგანიზმს მიკრობებისგან.


ივარჯიშეთ რეგულარულად - ფიზიკური დატვირთვა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. „მრავალრიცხოვანი კვლევები ადასტურებენ, რომ ის, ვინც პასიური ცხოვრების წესს მისდევს, უფრო მეტადაა მიდრეკილი ინფექციური დაავადებებისკენ", - ამბობს ექიმი მაინარდი.


კარგად გამოიძინეთ - ადამიანთა უმეტესობა ძილის ხარჯზე ცდილობს ყველა საქმის მოსწრებას. პროდუქტიულობის თვალსაზრისით მსგავსი მიდგომა გამართლებულია, მაგრამ თუ უძილობა ჩვეულებად გაქვთ ქცეული, დროა სერიოზულად გადააფასოთ საკუთარი შეხედულებები, რადგან „მას, ვისაც ნორმირებულზე ნაკლები სძინავს, ბევრად უფრო ხშირად ავადდება ვირუსული დაავადებებით", - აღნიშნავს მაინარდი.

 

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით - მაინარდის აზრით, „ხელების ხშირი დაბანა საკმაოდ მარტივი, თუმცა, პრევენციის ეფექტური მეთოდია". გარდა ამისა, მრავალრიცხოვანი კვლევა აჩვენებს, სულაც არაა აუცილებელი ანტიბაქტერიული საპნის შეძენა, რადგან ჩვეულებრივი საპონიც თავისუფლად ერევა მიკრობებს.


არ დაივიწყოთ ხელების დეზინფექცია - იმ შემთხვევაში თუ დიდ დროს ატარებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და არ გაქვთ ხშირად დაბანის საშუალება, ატარეთ თან დეზინფექციის სპეციალური ხსნარი, რომელიც ისეთივე ეფექტურია, როგორც საპონი.

 

გონივრულად შეარჩიეთ იმუნიტეტის გასაუმჯობესებელი საშუალებები - „ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არაა აუცილებელი სპეციალური ვიტამინების მიღება, რადგან საჭირო ვიტამინების და მინერალების უმეტესობას ჩვენ საკვებთან ერთად ვღებულობთ", - ამბობს ექიმი მაინარდი. თუ ვიტამინების კურსის გავლა გადაწყვიტეთ, აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა ექიმს, ზოგადად კი, უკეთესია ყურადღება პოლივიტამინებზე შეაჩეროთ, რადგან ასე ნებისმიერ შემთხვევაში აიცილებთ თავიდან რომელიმე მიკროელემენტის ზედმეტი დოზით მიღებას.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი