logo_geo
ლევან მდინარაძე: სამი წელია, ყოველდღე ველოდებოდი ამ განაჩენს!
- +

7 ნოემბერი. 2017. 12:33

 

„სამი წელია, ყოველდღე ველოდებოდი ამ განაჩენს, უკვე იმედიც კი მქონდა გადაწურული, სასამართლომ ყველა დეტალი შეისწავლა და ამის შემდეგ გამოიტანა განაჩენი", - ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან" საუბარში გოგა ონიანის დაკავებას ლევან მდინარაძე, იგივე დიჯეი რემბო, რომლის დაკავებისთვისაც გოგა ონიანს სასჯელის სახით 4 წელი მიესაჯა.


როგორც ლევან მდინარაძემ აღნიშნა, გოგა ონიანმა ის 2011 წელს დააკავა და სამი წელია საქმეზე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი.

 

„გოგა ონიანი მემუქრებოდა, რომ თუ არ ვითანამშრომლებდი „ნაციონალურ მოძრაობასთან", მაშინ 6 წელს მომისჯიდა. ახლა სამართალმა პური ჭამა და ახალ მას თავად დაუბრუნდა თითქმის 6 წელი სასჯელი", - განაცხადა ლევან მდინარაძემ.


მისივე თქმით, პირადად გოგა ონიანი იღებდა მის დაკავებაში და ზეწოლაში მონაწილეობას. მდინარაძის შეფასებით, ონიანის დაკავება არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება.

 

„როდესაც მე დამაკავეს, სწორედ ეს იყო პოლიტიკური შევიწროვება. მე მაშინ ვარიგებდი „ქართული ოცნების" მაისურებს. როგორც კი გამოვედი სადარბაზოდან, პირადად გოგა ონიანმა თანმხლებ პირებთან ერთად ყველა უფლების დარღვევით ჩამტენეს მანქანაში და გამიკეთეს ბორკილები და დამიწყეს მანქანაში დაკითხვა, თუ რატომ ვარიგებდი მაისურებს და სად ვარიგებდი. როდესაც მე ვკითხე თუ რაში მედებოდა ბრალი, მიპასუხეს, რომ სახელმწიფო ღალატში. ამის შემდეგ წავიდა დაშინებები. გოგა ონიანის დაკავება არ არის პოლიტიკური, იმიტომ, რომ მე პირადად მომხმარებელი არ ვიყავი ნარკოტიკული საშუალებების. მათ ჩამიდეს ნარკოტიკები, ისევე როგორც სხვებს, არაერთს. თვითონ რასაც აკეთებდა, ეს იყო პოლიტიკური შევიწროება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. შეიძლება ითქვას, რომ სამართალმა პური ჭამა. ადამიანის ცუდი არ მიხარია, მაგრამ თვითონ მემუქრებოდა, რომ მე „ნაციონალურ მოძრაობასთან" თუ არ ვითანამშრომლებდი, მომისჯიდა 6 წელს. ახლა მას დაუბრუნდა თითქმის 6 წელი", - განაცხადა ლევან მდინარაძემ.


მისივე შეფასებით, სიმბოლურია, რომ ონიანის დაკავება დაემთხვა 7 ნოემბერს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი