logo_geo
კახა კალაძე: საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქალაქის მოწესრიგებაში - ამის პლატფორმას ჩვენ შევქმნით
- +

7 ნოემბერი. 2017. 12:49



თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმის გაზრდა საჭიროა.


„საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმის გაზრდა საჭიროა. ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცაზე და ბევრი მიმართულებით მოგვიწევს მუშაობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ჩართულობა იქნება ძალიან მაღალი, მათი თანადგომა იქნება ძალიან მაღალი. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ეს ქალაქი მარტო ჩემი და მარტო ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. რა თქმა უნდა, მე მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, ვარ ხალხის მიერ არჩეული მერი, მაგრამ საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქალაქის მოწესრიგებაში, აღმშენებლობაში, განვითარებაში და ამის პლატფორმას ჩვენ შევქმნით - მივცემთ ადამიანებს ამის შესაძლებლობას. სირცხვილი უნდა იყოს თუნდაც ნაგვის გადაყრა, სიგარეტის გადაგდება. მესმის, რომ ეს რთულად გვეჩვენება, თუმცა მერწმუნეთ, რომ შესაძლებელია", - განაცხადა კალაძემ. 


 

big_banner
არქივი