logo_geo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნუგზარ რუხაძის საჯარო ლექცია თემაზე „რისთვის მინდა განათლება მე?!“ გაიმართა
- +

8 ნოემბერი. 2017. 16:27


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, პროფესორის, ცნობილი ჟურნალისტისა და ანგლისტის ბ-ნ ნუგზარ რუხაძის საჯარო ლექცია თემაზე „რისთვის მინდა განათლება მე?!" გაიმართა.


ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა.


საჯარო ლექციის ფარგლებში ბატონმა ნუგზარმა სტუდენტებს ცოდნის მისეული არსი აუხსნა და სკრუპულოზურად განუმარტა ის კონცეფცია, რასაც განათლებისა და ცოდნის  პრაქტიკაში განხორციელება ჰქვია.


მან აღნიშნა, რომ ღირებული განათლება არის ის განათლება, რასაც კეთილდღეობა მოაქვს.

ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


გამომსვლელებს შორის იყვნენ:

ზურაბ გორგოძე-სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი;

მარიამ მირესაშვილი-პროფესორი;

კახა კვაშილავა-ასისტენტ-პროფესორი;

ნუგზარ კერესელიძე- ასისტენტ-პროფესორი;

თამარ ბელქანია- სსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;


დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა ბ-ნ ნუგზარ რუხაძეს მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა და ამავე დროს აუდიტორიას უნივერსიტეტის სასიკეთო ამბები გააცნო:

უნივერსიტეტში შეიქმნება რექტორის ფონდი, რომელსაც ბ-ნი ნუგზარ რუხაძე ჩაუდგება სათავეში.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭება კოდი, რომლის საშუალებითაც  სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას მიიღებს.

სსუ-ს ქვედა კორპუსის ტერიტორიაზე აშენდება კამპუსი.

ბ-ნ ზურაბ ხონელიძეს თქმით, აუცილებლად  ექნება უნივერსიტეტს რესურსი, რომ  გაცემული ცოდნის ინტერნაციონალიზაცია მოახდინოს. 
















big_banner
არქივი