logo_geo
ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს
- +

9 ნოემბერი. 2017. 16:38


სახალხო პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში  მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას პოეტის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, საქართველოს მთავრობის წევრები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა ცნობილი პირები ესწრებოდნენ.


მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. 14:00 საათზე ქართველ მწერალი ტაძრიდან გამოასვენეს.


ჯანსუღ ჩარკვიანი რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.



 

big_banner
არქივი