logo_geo
გენრი დოლიძე: ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალ ლეგენდასთან მქონდა შეხება
- +

9 ნოემბერი. 2017. 20:42



დღეს პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.


პოეტმა გენრი დოლიძემ „რეპორტიორთან" საუბარში მწუხარება გამოთქვა ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო.


„თანამედროვეობას ძალიან დიდი ქვაკუთხედი გამოეცალა ჯანსუღ ჩარკვიანის სახით. ის იყო ჩვენი უფროსი მეგობარი, ძალიან თავმდაბალი და გულღია ადამიანი. ყოველთვის ახერხებდა, რომ ახალგაზრდებთან ძალიან ახლოს ყოფილიყო.

 

მაშინ, როდესაც უფროსი თაობის მწერლები კარს უკეტავდნენ ახალგაზრდებს და მომავალ თაობას ასპარეზს არ უთმობდნენ, ჯანსუღ ჩარკვიანი ძალიან ბევრი თაობის პირველი პუბლიკაციის ავტორი იყო. ჩემს შემთხვევაშიც, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრ სფეროში გამიკვალა გზა. იგი ჩემი პირველი რედაქტორი იყო. ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალ ლეგენდასთან მქონდა შეხება. ვწუხვარ, ძალიან დამაკლდება, თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ მთაწმინდის პანთეონში ღირსეულთა დასს შეუერთდება", - განაცხადა გენრი დოლიძემ.

 

 


 

big_banner
არქივი