logo_geo
ჯემალ ბაღაშვილი: სამაგალითო კაცი წავიდა...
- +

10 ნოემბერი. 2017. 01:46



პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, სადაც მის ხსოვნას პატივი მთავრობის წევრებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და ოჯახის ახლობლებმა მიაგეს.


მსახიობმა ჯემალ ბაღაშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გაიხსენა და მწუხარება გამოთქვა მისი გარდაცვალების გამო.


„ჯანსუღ ჩარკვიანი ერს და სრულიად საქართველოს გამოაკლდა. ის იყო ბრწყინვალე მამულიშვილი, შესანიშნავი და გამორჩეულად ნიჭიერი პოეტი. ქომაგი, ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა თავისი ქვეყნის ჭირ-ვარამით. არ გაურბოდა არცერთ მტკივნეულ პოზიციას და ყოველთვის იმაღლებდა ხმას იქ, სადაც საჭირო იყო. არასდროს არ თამაშობდა და არ ეძებდა რაიმე პირადს, არამედ, სწორედაც რომ გადაგებული იყო საქართველოზე. ჯანსუღ ჩარკვიანის სახით მაგალითი წაუვიდა ახალგაზრდობას, რომლისთვისაც შეგეძლო მიგეთითებინა, რომ ასეთი უნდა იყოს ქართველი კაცი. ასეთი სამაგალითო კაცი წავიდა და ვფიქრობ, სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილებაა, რომ თავისი სამუდამო განსასვენებელი ამაგდარმა მამულიშვილმა სწორედ მთაწმინდაზე უნდა ჰპოვოს", - განაცხადა ჯემალ ბაღაშვილმა.


 

big_banner
არქივი