logo_geo
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს ამოწმებს
- +

10 ნოემბერი. 2017. 12:52



სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს ამოწმებენ.


მოწმდება ხორცის და რძის პროდუქტების სექციები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი, ეტიკეტირება და მიკვლევადობა.


გამოვლენილი დარღვევების გამო, დაჯარიმდა 4 ბიზნესოპერატორი, რომელთაგანაც ორს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა და 1000 ლარით დაჯარიმდა.









 

big_banner
არქივი