logo_geo
12-13 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- +

11 ნოემბერი. 2017. 12:48



გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12-13 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.


სინოპტიკოსები ხვალიდან დასავლეთ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთიდან თბილი ჰაერის მასების გავრცელებას პროგნოზირებენ, რაც ჰაერის ტემპერატურის მატებას გამოიწვევს.


დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +17 +23 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +15 +20 გრადუსია მოსალოდნელი.


12-13 ნოემბერს თბილისში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +18 +20 გრადუსი იქნება.




 

big_banner
არქივი