logo_geo
მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი
- +

14 ნოემბერი. 2017. 11:47



„BBC"-მ ქართულ ღვინოზე სტატია გამოაქვეყნა. თბილისიდან სამხრეთით, გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, არქეოლოგებმა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომლებიც ღვინის ნაკვალევს შეიცავენ. ჭურჭელი დაახლოებით 8 ათასი წლის წინანდელია.


გამოცემის ცნობით, ეს არის მსოფლიოში ღვინის ჭურჭლის დღეისათვის ცნობილი უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ღვინო საქართველოში ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ იწურებოდა და, საერთოდაც, ვაზის კულტურა სწორედ საქართველოდან შეიძლება იღებდეს სათავეს.


ამ აღმოჩენამდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ითვლებოდა ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი ჭურჭელი, რომელიც დაახლოებით 7 000 წლის წინანდელია.


 

 

 

 







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი