logo_geo
ნოდარ კერესელიძე: აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანის საკითხზე ვმუშაობთ
- +

16 ნოემბერი. 2017. 11:06



სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნოდარ კერესელიძის განცხადებით, აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანის საკითხზე მუშაობა როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებთან მიმდინარეობს.


როგორც ნოდარ კერესელიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბიოლოგიური მტრის შემოყვანა ხანგრძლივი პროცესია და სიფრთხილეს საჭიროებს.


„ამას სჭირდება სიღრმისეული კვლევა, რადგან ბიოლოგიურმა მტერმა შეიძლება ერთ სიკეთესთან ერთად ეკოსისტემაში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანოს, რაც დააზიანებს გარკვეულ სიკეთეებს. ამას ფრთხილი მიდგომა სჭირდება. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებთან, რათა ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს და არავის დარჩეს კითხვები ამ პროცესთან დაკავშირებით", - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი