logo_geo
კახა კალაძე: ვიდეოკამარები, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟდება, შსს-ს სერვერებში იქნება ჩართული
- +

21 ნოემბერი. 2017. 17:33



ვიდეოკამარები, რომლებიც თბილისში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვერებში იქნება ჩართული", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.



როგორც კალაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მისი მერობის პირობებში მიწისქვეშა გადასასვლელის გასხვისება ან იჯარით გაცემა მოხდება, მისი მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული.



ჩემი მერობის პირობებში, თუ მიწისქვეშა გადასასვლელის გასხვისება, იჯარით გადაცემა მოხდება, ეს ყველაფერი ხელშეკრულებაში ჩაიდება და მისი მოვლა-პატრონობა, მოწესრიგება აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. თუნდაც განათება, სისუფთავე და კამერების დამონტაჟება", - განაცხადა კახა კალაძემ

 

 

მისივე თქმით, გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში პირველი პროექტი განხორციელდება, სადაც ანტივანდალური კამერები განთავსდება, რათა მოქალაქეებმა ღამის სანათები არ დააზიანონ და ტერიტორია არ დააბინძურონ.



ყველა მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობას, დასუფთავებას, მოპირკეთებას ვაპირებთ, რათა გადაადგილებით რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს. არ გვინდა, რომ ცენტრალურ ქუჩებში მოქალაქეები გადადიოდნენ იქ, სადაც საშიშროება არსებობს, რის გამოც, ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება და სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი იღუპებაინდივიდუალურად გვექნება მოიჯარეებთან გასაუბრება. მიხარია, რომ ისინი გვერდში გვიდგანან და იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. რაც შეეხება კამერებს, შსს- სერვერებში იქნება ჩართული, ინდივიდუალურად გავივლით ყველა მესაკუთრესთან აღნიშნულ საკითხს და გადაწყდება, თუ ვინ უნდა აიღოს მისი ხარჯები საკუთარ თავზე", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.








 

big_banner
არქივი