logo_geo
კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო
- +

21 ნოემბერი. 2017. 17:34




თბილისის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელობას შეხვდა, თანამშრომლებს გაესაუბრა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.



დედაქალაქის მერმა ზამთრის სეზონისთვის მობილიზებული ტექნიკური მარილი, ნაგავშემკრები კონტეინერები და მანქანები დაათვალიერა. ასევე, იმყოფებოდა საამქროში, სადაც დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანების შეკეთება მიმდინარეობს.



შეხვედრაზე ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ზამთრის სეზონისთვის მზადებაზე, დასუფთავებასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.  


 

დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანიაზამთარს მომზადებული შევხვდეთამისთვისყველანაირი მზაობა არსებობსშეძენილია ტექნიკური მარილი და ვფიქრობრომ ზამთარშიგზების პრობლემა მოგვარებული იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, დასუფთავებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადღება ასევე, მშენებლობის, ტრანსპორტისა და გამონაბოლქვის საკითხებს დაეთმობა, რაც საერთო ჯამში, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დადებითად აისახება.



სამომავლოდდასუფთავებას ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთიცითრომეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიარაც კომპლექსურია და მხოლოდ კონკრეტული მიმართულება არ არისშესაბამისადმომავალში ტექნიკის შეძენა აუცილებლად დაგვჭირდებარათა თბილისის ქუჩები სუფთა დამოწესრიგებული იყოსხოლო არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს", - განაცხადა თბილისის მერმა.



„თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელის ლევან ჯღარკავას განცხადებით კი, ზამთრის სეზონისთვის დაახლოებით, 3500 ტონა ტექნიკური მარილია შეძენილი. ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.



ჩვენ შევიძინეთ ტექნიკური მარილირომლის შემოტანა ახლაც მიმდინარეობსდაახლოებით, 3500 ტონა მარილი გვექნება ამ წელსასევეგვაქვს წინა წლის მარაგიმომზადებული ვართ ტექნიკური საშუალებითაცვფიქრობთრომ ზამთარს შესაბამისადშევხვდებით", - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.


„თბილსერვის ჯგუფთან" შეხვედრას ასევე, დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძეესწრებოდა.  








 

big_banner
არქივი