logo_geo
ბარბარე მოლაშვილი თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა
- +

14 დეკემბერი. 2016. 19:33



ერთი წლის ბარბარე მოლაშვილი, რომლის გადასარჩენად უამრავი ადამიანი გაერთაინდა, 14 დეკემბერს თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს" საქველმოქმედო ფონდში "სიკეთის კვალი" დაუდასტურეს.


ბავშვს სასწრაფოდ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ესაჭიროებოდა, რომელიც თურქეთის კლნიკაში 126 000 აშშ დოლარი ჯდებოდა. ბარბარეს გადასარჩენად ათსობით ადამიანი გაერთიანდა, რის შედეგადაც 90 ათას ლარამდე თანხის მობილიზება გახდა შესაძლებელი, დამატებით ჯანდაცვის სამინისტრომ პატარას გადასარჩენად 44 ათასი დოლარი გამოყო.


ბარბარეს თურქეთში გადაიყვანეს, სადაც მას ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი, ოპერაცია დაგვიანებული აღმოჩნდა, რამაც თავის ტვინის შეშუპება გამოიწვია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი