logo_geo
ბათუმის მერი: სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- +

24 ნოემბერი. 2017. 22:34



ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ცხედრების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. ამ დრომდე მიმდინარეობს სასტუმროდან ადამიანების ევაკუაცია.


მაშველების თქმით სასტუმროში ხანძარი ჩამქრალია, თუმცა ჯერ კიდევ შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება.


არიან დაშვებულებიც, მათ შორის, სავარაუდოდ, ერთი მეხანძრეა. ისინი შემდგომი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.


მაშველებს სასტუმროდან ხალხი სახანძრო კიბეებითაც გამოჰყავთ. მათ შორის არიან "მის საქართველოს" მონაწილეებიც.


მერიის და ტურიზმის დეპარტამენტის სამსახურები ლეოგრანდის მობინადრეებს სხვადასხვა სასტუმროებში ანაწილებენ.


imedinews-ის ინფორმაციით, სასტუმროს 22-სართულიან შენობაში ცეცხლი მე-4 და მე-5 სართულებზე გავრცელდა.


ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ დროისთვის დაუდგენელია.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი