logo_geo
40 მილიონი დოლარის ინვესტიციით აშენებული სასტუმრო „ლეოგრანდი“ 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა
- +

25 ნოემბერი. 2017. 01:08



სასტუმრო „ლეოგრანდი", რომელშიც დღეს ძლიერი ხანძარი გაჩნდა ხუთვარსკვლავიანია და ის 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. როგორც მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო ნათქვამი, სასტუმროში, რომელშიც 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და 700 ადამიანი დასაქმდა, არის 180 ნომერი და მსოფლიო კლასის მომსახურება. მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში განთავსებულია საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა-ცენტრი.


ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში" დღეს გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი. შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის კლინიკებში.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი