logo_geo
ომბუდსმენი გიგა ბოკერიასთვის ტოლერანტობის პრიზის გადაცემის გადაწყვეტილებას არ იზიარებს
- +

25 ნოემბერი. 2017. 12:57

 

ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ გიგა ბოკერიასთვის „ტოლერანტობის ქომაგის" პრიზის გადაცემასთან კავშირი არ აქვს და ეს გადაწყვეტილება რელიგიური საბჭოს წევრთა უმეტესობის მიღებულია.


„ეს საბჭოს გადაწყვეტილებაა. სხვა დროსაც ყოფილა, რომ არ გამიზიარებია. მათი გადაწყვეტილებაა და ჩარევის უფლება არ მაქვს. ჩემი პირადი აზრი, არა მგონია, ვინმესთვის საინტერესო იყოს. მე ვცადე, შერჩევის პროცესი დამეხვეწა, რომ გამორიცხულიყო არაობიექტურობა და წინა წლებში ნაწილობრივ გამომივიდა. ჩემი აზრით, კრიტერიუმები უნდა იყოს მკაფიო, პროცესი გამჭვირვალე და ამ პროცესში არ უნდა იყოს კითხვის ნიშნები.

 

მით უმეტეს, ერთ-ერთ კრიტერიუმი ისიც იყო, რომ კანდიდატის განსაკუთრებული დამსახურება მიმდინარე წელს უნდა ყოფილიყო და აქ ყველას თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს. მე დავუსვი ეგ კითხვა ბექას [მინდიაშვილს] და, როგორც ვიცი, ძველ საქმეებზეა საუბარი. მიმდინარე წელს ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში რომ რაიმე განსაკუთრებული შეეტანოს, მე პირადად, ვერ დავინახე", - ამბობს უჩა ნანუაშვილი.


სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ 2017 წლის „ტოლერანტობის ქომაგები" დააჯილდოვა. წლევანდელი „ტოლერანტობის ქომაგი" საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბოკერიაც გახდა. 




 

big_banner
არქივი