logo_geo
დავეხმაროთ 9 წლის ტატო ჯუღელს
- +

25 ნოემბერი. 2017. 16:57


„ვუყურებ სურათს და ვხვდები, როგორი სიმწარე ხარ დედის, მოულოდნელად „მოკვდა" დედა შენი დიაგნოზით, მაგრამ შენი გადარჩენის იმედით იბრძვის. შენ ახლა საოპერაციო მაგიდაზე ხარ ალბათ, გარეთ შენი ახლობლები შენს სიცოცხლეს სთხოვენ უფალს, მათთან ერთად ჩვენც, შენი უცნობი დედები გავედრებთ ღვთისმშობელს, ნუ მიგვატოვებ, შვილო, და გპირდებით, ფინანსების გამო შენ არ გაგწირავთ. მე ვერ მივატოვებ შენს სასოწარკვეთილ დედას, რომელმაც შენთან ერთად კოლოსალურ თანხაზეც უნდა იფიქროს. დედების სახელით გპირდები, ოღონდ შენ იბრძოლე, ოღონდ ნუ მიგვატოვებ და შენი გადარჩენის თანხები შენს მრავალ უცნობ დედას მოგვანდე".


გავერთიანდეთ კიდევ ერთხელ სიცოცხლის გადასარჩენად


www.pondi.ge დონაციის საიტი და უმარტივესი გადახდის მეთოდი სახლიდან გაუსვლელად, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან (VISA, MASTERCARD).



ჩარიცხვა აპარატიდან:

„თიბისი ფეის" აპარატებში ვირჩევთ: სხვადასხვა-> ქველმოქმედება-> დედების ფონდი.


სხვა დანარჩენი აპარატებიდან:

საბანკო მომსახურება -> იურიდიული პირი -> პირადი ნომერი 01003016433 -> დაბადების თარიღი 05.08.1986 -> ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი (გააჩნია რომელ ბანკში რიცხავთ).


საიდენტიფიკაციო კოდი: 400178419

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები: დედების ფონდი

საქართველოს ბანკი

GE46BG0000000689979800


თიბისი ბანკი:

GE17TB7174136080100007


ხალიკ ბანკი:

GE08HB0000000000473608


ლიბერთი ბანკი:

GE22LB0115121073654001


ტერა ბანკი:

GE61KS0000000360801210


ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან 1 ლარი - 0901700483


9 წლის ტატო ჯუღელის შესახებ ინფორმაციას „დედების ფონდი" ავრცელებს:





„ეს ტატო ჯუღელია, 9წლის.

 

20 დღის წინ ის სრულიად ჯანმრთელი იყო ახლა კი თურქეთში, აჩიბადენში წევს უმძიმესი დიაგნოზით.

 

ყველაფერი თვალის შეშუპებით დაიწყო, რაც მალევე ჩაცხრა, მაგრამ შემდეგ თვალის ირისმა (ე.წ. კაკალი) დაიწყო ფორმის ცვლილება და სამ დღეში მხედველობა სრულად გაუნულდა.

 

ტომოგრაფიის პასუხი შოკისმომგვრელი იყო, თავის ტვინის სიმსივნე, ექიმები გადარჩენის შანსებზეც კი ვერ საუბრობდნენ!

 

ოჯახმა შეძლო გზის თანხების მობილიზება და ბავშვის თურქეთში გადაყვანა.

 

სიმსივნე პროგრესირებს ძალიან სწრაფად, მოედო თავის ტვინის ერთ ნახევარსფეროს, თვალს, ცხვირ-ხახის ძვალს.

 

თურქეთის კლინიკაში დავალიანებამ 30000 $-ს მიაღწია.

 

ოჯახი სასოწარკვეთილია და იმედად ჩვენი ფონდი და მისი შემომწირველები დავრჩით.

 

ილოცეთ, გთხოვთ, ილოცეთ და დაეხმარეთ ფინანსურადაც.

ვისაც რა შეგიძლიათ, გააკეთეთ მაქსიმუმი თქვენი შესაძლებლობების.

დღეს ისე გვჭირდება ერთმანეთის თანადგომა, როგორც არასდროს".


 

big_banner
არქივი