logo_geo
ოცნებები ხდება!
- +

15 დეკემბერი. 2016. 01:47



მეათეკლასელის რაგული გიგაშვილის წერილს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  ის თოვლის პაპას ჰასკის ჯიშის ძაღლს და მობილურ ტელეფონს სთხოვდა, მგლებს რომ არ შეეჭამათ მწყემსობისას. როგორც აღმოჩნდა, მისი ამბავი მამა სერაფიმემ გაასაჯაროა და სწორედ მისგან გაიგო საზოგადოებამ პატარა მშრომელი ბიჭის შესახებ.


„მადლობა მამა სერაფიმეს რომელის დახმარების გარეშეც ვერავინ გაიგებდა ამ უსაყვარლესი და მშრომელი ბიჭის შესახებ, უდიდესი მადლობა მამა ბესარიონს, რომლის დახმარებითაც ადრესატამდე მივიდა ჩვენი საჩუქრები... უდიდესი მადლობა უსაყვარლესს და კეთილ გოგოს შორეს, რომელმაც წლების ოცნება აუხდინა ჩვენს რაგულის და ჰასკის ლეკვი აჩუქა... უდიდესი მადლობა თეოს ტელეფონისთვის... უდიდესი მადლობა ყველა ჟურნალისტს და ტელევიზიას, ვინც დაინტერესდა ჩვენი რაგულის ცხოვრებით... უდიდესი მადლობა ჩვენს ემიგრანტებს, რომლებმაც 610-ლარიანი ტელევიზორი გამოუგზავნეს რაგულის, უდიდესი მადლობა ჩვენი სპეცრაზმის ერთ-ერთ წარმომადგენელს ვინც საკმაოდ გამძლე ტელეფონი აჩუქა დღეს ჩვენს ბიჭს... და უდიდესი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ერთი ლარი მაინც გაიმეტა ამ უსაყვარლესი ბიჭისთვის. მალე ისე გაძლიერებულიყავი, რაგული, რომ უკვე შენ გაგეხარებინოს პატარები", - წერენ სოციალურ ქსელში ადამიანები, რომლებიც ასევე ძალიან დაეხმარნენ რაგულის.

 


 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი