logo_geo
ლევან ჯაფარიძე: ყოველთვის ვიქნები ასეთი პროექტების მომხრე, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის პრესტიჟის მომტანია
- +

1 დეკემბერი. 2017. 17:30

 

ყოველთვის ვიქნები ასეთი პროექტების მომხრე, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის პრესტიჟის მომტანია და უამრავ სამუშაო ადგილს ქმნის", - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ჯაფარიძე „გალერეა თბილისის" გახსნას. როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ეს არის დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის მშენებლობაში 2000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, პროექტის დასრულებისას კი 800-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნა.


„ყოველთვის ვიქნები ასეთი პროექტების მომხრე, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის პრესტიჟის მომტანია და უამრავ სამუშაო ადგილს ქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თბილისელებისთვის. ჩემთვის სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ მშენებლობაში გამოყენებული მასალების 90% საქართველოშია წარმოებული, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქართული მეწარმეობის განვითარებას", - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.


ცნობისთვის, „გალერეა თბილისი" მოიცავს მრავალფეროვანი შოპინგისთვის განკუთვნილ სივრცეს, რომელშიც განლაგებულია მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მაღაზიები. შენობაში წარმოდგენილია დრამატული თეატრები, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კინოთეატრი და კვების ზონები. ასევე ინტეგრირებულია მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი".





 

big_banner
არქივი