logo_geo
დარაჯს, რომელიც პრომეთეს მღვიმეს 23 წელიწადი უხელფასოდ იცავდა, ღირსების ორდენი გადასცეს
- +

3 დეკემბერი. 2017. 13:57



დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით მარკოზაშვილმა გიორგი ტყაბლაძეს, რომელიც პრომეთეს მღვიმეს 23 წლის განმავლობაში იცავდა, ღირსების ორდენი, მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.


მათივე ინფორმაციით, გიორგი ტყაბლაძე პრომეთეს მღვიმეში 1984 წლიდან 2007 წლამდე დარაჯად, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობდა. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის პრომეთეს მღვიმის უნიკალური ბუნებრივი ძეგლის პირვანდელი სახით შენარჩუნებაში. მნიშვნელოვანი დამსახურებისთვის, 2010 წელს, მღვიმის სახმელეთო გამოსასვლელის ტერიტორიაზე მისი ძეგლიც გაიხსნა.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი