logo_geo
სამძიმარი და სოლიდარობა მოკლული მოსწავლეების ოჯახებს – აქცია 51-ე სკოლასთან
- +

3 დეკემბერი. 2017. 21:37



3 დეკემბერს, 51-ე სკოლასთან არასრულწლოვნებს შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს მოკლული ბავშვების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართა.


მოქალაქეებმა მოკლული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად სკოლასთან სანთლები დაანთეს და ყვავილები მიიტანეს. მათი თქმით, დღეს იმისათვის შეიკრიბნენ, რომ ტკივილი, მსხვერპლების ოჯახებისადმი სოლიდარობა და გამოძიების პროცესისადმი ჯანსაღი სამოქალაქო ინტერესი გამოხატონ.


როგორც სოლიდარობის აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ამ ფორმით ცდილობენ, დაანახონ სახელმწიფოს და ახალგაზრდებს, რომ ცივილიზებული პასუხი სურთ იმაზე, რაც 1 დეკემბერს მოხდა, რათა მომავალში სხვა ბავშვები მაინც დაიცვან.


ბავშვების მკვლელობასთან დაკავშირებით მდუმარე აქცია დაანონსდა 4 დეკემბერსაც. ორშაბათს, 20:00 საათზე, ახალგაზრდები 51-ე საჯარო სკოლასთან შეიკრიბებიან. როგორც სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეები წერენ, რაც მათ მეგობრებს შეემთხვა და რაც ქვეყანაში ხდება, არის უდიდესი ტკივილის და შიშის შეგრძნება:


„ჩვენ, ახალგაზრდებს გვაწუხებს ეს ყველაფერი და ვფიქრობთ, რომ ჩვენც უნდა გვისმენდეს საზოგადოება. არ გვინდა გვეშინოდეს სკოლაში წასვლის, ქუჩაში გავლის! ჩვენ გვინდა სიცოცხლე და გვინდა განვითარება."

























ფოტო: მარიამ ბოგვერაძე


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი