logo_geo
ნიკო ლეკიშვილი: მოვამზადე განკარგულება ლაღიძის წყლებთან დაკავშირებით, მაგრამ შევარდნაძემ უკან დაიხია
- +

4 დეკემბერი. 2017. 15:05

 

 

„ძალიან გამიხარდა ლაღიძის წყლებთან დაკავშირებით პრემიერის პოზიცია. თავის დროზე მე მოვამზადე პრეზიდენტის განკარგულება ლაღიძეების ოჯახისთვის მისი გადაცემის შესახებ სიმბოლურ ფასად, მაგრამ იმ ობიექტის დირექტორმა და იქ მომუშავეებმა საშინელი ისტერიკა მოაწყვეს და შევარდნაძემ უკან დაიხია, აღარ მოაწერა ხელი", - ამის შესახებ თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი აცხადებს.


„ვთხოვე, გადმომეცი ეგ უფლებამოსილება და მე გადავცემ-მეთქი, მაგრამ არ ქნა. ამ ინიციატივის გამო ამ დირექტორმა ქალმა ბევრი მლანძღა და ჭორები მოიგონა, მასმედიამაც გადამიარა, თავისთვის უნდაო. იმ „დირექტრისასაც" ვერ შერჩა ეს ობიექტი, წაართვეს და ტანსაცმლის მაღაზია გააკეთეს.

 

საერთოდ, თბილისში ამის გარდა არის რამდენიმე ადგილი, რომლის აღდგენაც, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა  - მერიის შენობაში ისტორიული აფთიაქის აღდგენა, გოფილექტის ბაღისთვის საკონცერტო ფუნქციის აღდგენა (მე აღვადგინე და შაბათ-კვირას ჯანო კახიძე კონცერტებს ატარებდა უფასოდ, მაგრამ ჩემს შემდეგ აღარ დააფინანსეს და ის სცენაც დაიშალა). ამჟამად ევროპაში გავრცელებული პარკებში ღია ესტრადების და კინოთეატრების აღდგენაც არ იქნებოდა ცუდი. სხვას აღარ ჩამოვთვლი, თუ დაინტერესდებიან, გავუზიარებ, ვისაც ეს ეხება. სხვათა შორის, ამას ბევრი ფული არ დასჭირდება", - აცხადებს ლეკიშვილი.









 

big_banner
არქივი